loader

ბარაკ ობამას დაბადების დღე მოსკოველებმა რასისტული შოუთი მიულოცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბარაკ ობამას დაბადების დღე მოსკოველებმა რასისტული შოუთი მიულოცეს

4 აგვისტოს ბარაკ ობამა 53 წლის გახდა. აშშ-ს პრეზიდენტს იუბილე მსოფლიოს ლიდერებმა და უბრალო მოქალაქეებმა მიულოცეს. მსოფლიოს არ ჩამორჩა მოსკოვიც, სადაც "მისალოცი" შოუ აშშ-ს საელჩოს კედელზე მოეწყო. საელჩოს შენობაზე მწვანე ფერის ლაზერით დაბადების დღის მისალოცი ტექსტი და ობამას სახე გამოჩნდა, რომელიც ბანანს ყლაპავს.

ლაზერ-შოუ "მოსკოვის სტუდენტური ინიციატივის" ორგანიზებით მოეწყო, რომლებმაც ამ "საჩუქრის" შესახებ წინასწარ განაცხადეს სოციალურ ქსელში.