loader

"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღარასდროს განმეორდეს სისხლისღვრა" - გიორგი მარგველაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღარასდროს განმეორდეს სისხლისღვრა" - გიორგი მარგველაშვილი

ჩვენ დღეს ვგლოვობთ ჩვენს ძმებს, დებს, ვინც სამშობლოსთვის ომში უთანასწორო ბრძოლაში დაეცნენ და ერთმანეთს ვაძლევთ ფიცს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა აღარასდროს განმეორდეს სისხლისღვრა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს პრეზიდენტი მუხათგვერდის სასაფლაოზე ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებსაც შეხვდა და მათ მიუსამძიმრა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან დღეს 6 წელი შესრულდა. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო დაიჭრა 1 747. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.
რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, სულ დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.