loader

"მილიარდერი ხალხს დაჰპირდა, რომ ხეებზე ფუნთუშები გაიზრდებოდა" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მილიარდერი ხალხს დაჰპირდა, რომ ხეებზე ფუნთუშები გაიზრდებოდა" - მიხეილ სააკაშვილი

მილიარდერი ხალხს დაჰპირდა, რომ ხეებზე ფუნთუშები გაიზრდებოდა, - განაცხადა საქართველოს ექს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პირველ არხზე, გადაცემა "Шустер ლივე"-ში სტუმრობისას. სააკაშვილის თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოში ბევრი სასიკეთო რეფორმა გატარდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყნის რეიტინგი სულ ზემოთ მიიწევდა და მსოფლიო ათეულში შედიოდა. აშენდა ახალი ქალაქები, პორტები, 150 ახალი საავადმყოფო, განახლდა ინფრასრუქტურა. ექს პრეზიდენტის თქმით, რამდენჯერმე გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2012 წელს,როცა "გაზპრომის" მთავარმა აქციონერმა ივანიშვილმა გაიმარჯვა არჩევნებში, პუტინმა ამისთვის მას 2 მილიარდი მისცა. "...და რადგან ჩვენ არა თუ 2 მილიარდი, მილიონებიც კი არ გვქონდა, რადგან ფულს არ ვიპარავდით, მან გაიმარჯვა", - განაცხადა მან.

სააკაშვილისვე განცხადებით, საქართველოში მასზე პუტინის მოთხოვნით აღძრეს სისხლის სამართლის საქმე იმ ორი მოწმის ჩვენების საფუძველზე, რომელთაგანაც, ერთი - ნინო ბურჯანაძე - პუტინის უახლოესი მეგობარია და პუტინთან ერთად იღებდა საოკუპაციო ჯარის აღლუმს, მეორე კი - ოქრუაშვილი - დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში და მათი სპეცსამსახურების მითითებებს ასრულებდა.