loader

ცუნამის დროს დაკარგული ინდონეზიელი გოგონა 10 წლის შემდეგ იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცუნამის დროს დაკარგული ინდონეზიელი გოგონა 10 წლის შემდეგ იპოვეს

ცინამის დროს დაკარგულმა ინდონეზიელმა გოგონამ ათი წლის შემდეგ ოჯახი იპოვა, რომელიც მას დაღუპულად თვლიდა. 2004 წლის დეკემბერში კუნძულ სუმატრას ნაპირებთან ბოლო 100 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი - 9,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ცუნამს გაქცეული ადგილობრივი მცხოვრებლის ოჯახმა თავშესაფრის ძებნა დაიწყო. ქალი უფროს ვაჟთან ერთად გარბოდა, მამა - ორ უმცროს ბავშვთან - მათ შორის ოთხი წლის რაუდჰათულ ჯანასთან ერთად.

დედამ და უფროსმა ვაჟმა თავშესაფარი იპოვეს, მამა წყლის ნაკადს ვერ გაუმკლავდა და ბავშვები ხის დაფაზე დასვა, რომელიც წყალმა წაიღო და ბანიაკის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე გამორიყა. იქ რაუდჰათული ადგილობრივმა მეთევზემ იპოვა და შეიფარა. გოგონას თქმით, ძმაც გადარჩა, მაგრამ იგი ვიღაც სხვამ წაიყვანა. წყლის კლების შემდეგ მშობლები ბავშვებს ერთი თვე ეძებდნენ, შემდეგ კი მეზობელ პროვინციაში, ჩრდილოეთი სუმატრაში გადასახლდნენ.

გოგონა მეთევზის ოჯახში, აჩეხის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში გაიზარდა, სადაც ათი წლის შემდეგ პროვინციაში მოხვედრილმა მისმა უფროსმა ძმამ იპოვა, რის შემდეგაც გოგონა ოჯახს დაუბრუნდა.