loader

თეირანში ავიაკატასტროფას 40 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თეირანში ავიაკატასტროფას 40 ადამიანი ემსხვერპლა

თეირანში, აეროპორტ "მეჰრაბადის" მახლობლად დღეს დილით, ადგილობრივი დროით 09:18 სთ-ზე, მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, სულ ცოტა 40 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ სააგენტო "ფრანც პრესი" იტყობინება. Taban Airlines-ის თვითმფრინავის "ირან-141"-ის ბორტზე 48 მგზავრი იმყოფებოდა, რომლებიც თეირანიდან ირანის ქალაქ ტაბასში მიფრინავდნენ. თვითმხილველთა თქმით, თვითმფრინავი აფრენიდან ხუთ წუთში ჩამოვარდა.

უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ირანული თვითმფრინავების მონაწილეობით 200-ზე მეტი ავიაკატასტროფა დაფიქსირდა. ბოლო წლებში კი, დასავლეთის მხრიდან ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციების გამო, რომლითაც საერთაშორისო კომპანიებს ეკრძალებათ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თვითმფრინავები და მისი ნაწილები შეიტანონ, ირანში თავად აწყობენ საჰაერო ხომალდებს.

2000 წელს ირანმა უკრაინისაგან შეიძინა თვითფრინავის "ან-140" წარმოების ლიცენზია, რომლის ბაზაზე 2003 წელს ირანმა 52 მგზავრზე გათვლილი "ირან-140" შექმნა. გასულ წელს კი ირანში შიდა ფრენებისთვის "ირან -141" ააწყეს.