loader

1-დღიანი საზაფხულო ფასდაკლება ქართველი ახალგაზრდებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

1-დღიანი საზაფხულო ფასდაკლება ქართველი ახალგაზრდებისთვის

12 აგვისტოს, მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სტუდენტები სხვადასხვა ფასდაკლებით ისარგებლებენ.

აქციის ინიციატორია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელსაც მხარს გარემოს დაცვის სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, აჭარის მთავრობა და კერძო სექტორი უჭერს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით 29 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გათვალისწინებული იქნება შემდეგი სახის ფასდაკლება: იმერეთის დაცული ტერიტორიების, პრომეთესა და სათაფლიას მღვიმეებში უფასო შესვლა; აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდები უფასოდ შევლენ გონიოს ციხეში, ნობელების მუზეუმში, ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმსა და არქეოლოგიურ მუზეუმში; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მხარდაჭერით, 14-დან 29 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდებისთვის უფასო შესვლა იქნება გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში არსებულ ყველა მუზეუმსა და ეროვნულ გალერეაში. კერძოდ, საქართველოს მუზეუმში, ეროვნულ გალერეაში, ხელოვნების მუზეუში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, თბილისის ისტორიის მუზეუმში, ოკუპაციის მუზეუმში, სიღნაღის მუზეუმში, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში, ვანის არქეოლოგიურ ნაკრძალში, სვანეთის მუზეუმში, ძალისას მუზეუმ-ნაკრძალში, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმსა და ოთხ სახლ-მუზეუმში.

6 წლიდან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის 50-პროცენტიანი ფასდაკლება იმოქმედებს ხვალ სტანდარტ პაკეტზე ჯინო ფერედაისში, ფასდაკლებას მიიღებს პირველი 1000 მომხმარებელი. სპორტკომპლექსი "არენა" კი ერთთვიან აბონემენტზე 20%-იან ფასდაკლებას აწესებს, ხოლო ერთდღიან აბონემენტზე 50%-იან ფასდაკლებას.

Georgia celebrates International Youth Day with special discounts - Watch the video on georgianews.ge