loader

დაგვიანებული სასწრაფო და პატრულის მიერ გადარჩენილი ორსული - რას ჰყვება პაციენტის მამამთილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაგვიანებული სასწრაფო და პატრულის მიერ გადარჩენილი ორსული - რას ჰყვება პაციენტის მამამთილი

დაგვიანებული სასწრაფო დახმარება და პატრულის ეკიპაჟის მიერ გადარჩენილი ფეხმძიმე ქალი - ჩაქვში მცხოვრები დუმბაძეების ოჯახი სამედიცინო ბრიგადას უყურადღებობაში ადანაშაულებს, ხოლო პატრულს დახმარებისთვის მადლობას უხდის. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ 19 წლის ფეხმძიმე ინდირა სურმანიძე 11 აგვისტოს საღამოს შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. დუმბაძეები ამბობენ, რომ სასწრაფოს ბრიგადას ერთი საათი ელოდნენ, რის გამოც ორსულის მდგომარეობა გართულდა. მათ ქალბატონის საავადმყოფოში გადაყვანა გაუმართავი "ჟიგულით" სცადეს. მოძველებულ ავტომობილს გზაში საბურავი გაუსკდა, რის შემდეგაც ოჯახს ორსულის საავადმყოფომდე მიყვანაში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეხმარა.