loader

ინციდენტი ეკონომიკის სამინისტროსთან - რამდენიმე პირი შენობაში შეჭრას ცდილობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინციდენტი ეკონომიკის სამინისტროსთან - რამდენიმე პირი შენობაში შეჭრას ცდილობდა

ხმაური იყო ეკონომიკის სამინისტროსთან. რამდენიმე მოქალაქე ეკონომიკის სამინისტროში შეჭრას ცდილობდა, თუმცა, დაცვამ ამის საშუალება არ მისცა. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ვარკეთილში, ერთ-ერთ კორპუსში არსებული ბინების დაკანონებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ვარკეთილში 1989 წელს უნდა აშენებულიყო 16-სართულიანი კორპუსი, თუმცა,  5 სართული აშენდა, მათ ფული სრულად აქვთ გადახდილი და წლებია ელოდებიან კორპუსში შესვლას.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აღნიშნული კორპუსი ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ამჟამად იქ დევნილები ცხოვრობენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეკონომიკის სამინისტრო მათ დაპირდა, რომ ბინებს დაუკანონებდა, თუმცა, უწყება ამ პირობას არ ასრულებს.