loader

არის თუ არა ყირიმ-კონგოს ცხელების ეპიდემია საქართველოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არის თუ არა ყირიმ-კონგოს ცხელების ეპიდემია საქართველოში

საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 17 შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, აქედან სამი ლეტალური შედეგით დასრულდა.

ცენტრის შეფასებით, სხვა ქვეყნებში აღნიშნული დაავადება გაცილებით მასშტაბური ხასიათისაა, რის გამოც საქართველოში არსებულ ვითარებაში საგანგაშო არაფერია.

მათივე ინფორმაციით, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ადამიანი ტკიპების კბენით და ავადმყოფი ცხოველების სისხლთან და ქსოვილებთან უშუალო კონტაქტით ინფიცირდება. ამის გათვალისწინებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რამდენიმე რჩევას აძლევს.