loader

"არ მეგონა, თუ აღზევებული მდაბიოს პრიმიტიული ხელისუფლება ასე დაეცემოდა" - ნუგზარ წიკლაური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მეგონა, თუ აღზევებული მდაბიოს პრიმიტიული ხელისუფლება ასე დაეცემოდა" - ნუგზარ წიკლაური

არ მეგონა, თუ აღზევებული მდაბიოს პრიმიტიული ხელისუფლება ასე დაეცემოდა და ხარჯების ქექვას დაიწყებდა, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. მისი თქმით, ხელისუფლებას "შურისძიების ველური ინსტინქტები" ამოძრავებს და ამას სახელმწიფო სარჯების კონტროლთან არაფერი აკავშირებს. წიკლაურის აზრით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე
ყველა სახელმწიფოს მეთაურს აქვს მსგავსი ხარჯები.

წიკლაურს ოპონირებას უწევდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელმაც წიკლაური ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრაში დაადანაშაულა.