loader

ერაყში 80 იეზიდი ისლამის არ მიღების გამო მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერაყში 80 იეზიდი ისლამის არ მიღების გამო მოკლეს

ერაყის ჩრდილოეთით, სოფელ კოჩოში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" 80 იეზიდი მამაკაცი მოკლეს, ათობით ქალი და ბავშვი კი გაიტაცეს.

სინჯარის მთიან რეგიონთან ახლოს სოფელ კოჩოში, რომელიც იეზიდებით არის დასახლებული, "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკები" იეზიდებს აიძულებდნენ უარი ეთქვათ საკუთარ რელიგიაზე და ისლამი მიეღოთ.

არსებული ინფორმაციით, გატაცებული ქალები და ბავშვები "ბოევიკებმა" მათ მიერ კონტროლირებად ქალაქებში – მოსულსა და ტალ-აფარში გადაიყვანეს. უცხოურ მედიაში გავრცელებული სხვადასხვა ცნობებით, რამდენიმე დღის წინ "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" 500-მდე ადამიანი მოკლეს, რომელთაც უარი თქვეს ისლამის მიღებაზე. 200 ათასამდე იეზიდი კი ერაყის ჩრდილოეთით მდებარე სინჯარის მთიან რეგიონში ბლოკადაში მოაქციეს. ისლამური დაჯგუფების ძალადობის შედეგად 1,2 მილიონმა ერაყელმა იძულებით დატოვა საკუთარი საცხოვრებელი.