loader

საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოს

უახლოესი 10 დღის განმავლობაში საქართველოში კვლავ უნალექო და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ ზოგიერთ ადგილებში 40 გრადუსს გადააჭარბოს.
სინოპტიკოსები აღნიშნულს ქვეყნის ტერიტორიაზე სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებებიდან მშრალი და ცხელი ჰაერის მასების გადაადგილებას უკავშირებენ.


ცხელი დღეების გამო დედაქალაქის ქუჩები შესამჩნევად დაცარიელდა. მოსახლეობის უმეტესობა ქალაქგარეთ უკვე გასულია. თბილისში დარჩენილების ნაწილი კი აგვისტოს ცხელ დღეებს თბილისის ზღვაზე ატარებს.

მსგავსი ცხელი ამინდი აგვისტოში საქართველოში 2010 წელს დაფიქსირდა.