loader

ხმაური და რიგები მერიის წინ დავით ნარმანიასთან შეხვედრის მოლოდინში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური და რიგები მერიის წინ დავით ნარმანიასთან შეხვედრის მოლოდინში

დედაქალაქის მერიასთან ხალხმრავლობაა. თბილისის მერი დავით ნარმანია მოსახლეობასთან მორიგ შეხვედრას მართავს. შეკრებილები აცხადებენ, რომ გასულ ორშაბათს დედაქალაქის მერთან შესვლა ვერ შეძლეს და დღეს ისევ მოვიდნენ.

მერიასთან მისული პირები სიაში ეწერებიან. როგორც მერიასთან მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, ისინი სიაში ეწერებიან, ინიშნავენ ნომრებს და სწორედ ამ სიის მიხედვით შეძლებენ დედაქალაქის მერთან შესახვედრად შენობაში შესვლას.

თბილისის მერიის წინ გაძლიერებულია დაცვაც. მერიასთან შეკრებილები იმედოვნებენ, რომ გასულ ორშაბათთან შედარებით დღევანდელი დღე მშვიდობიანად ჩაივლის და დავით ნარმანიას საკუთარ გასაჭირს გაუზიარებენ.

მერიის შენობის წინ მცირე ინციდენტიც მოხდა, შეკრებილების ნაწილი შენობაში შესვლას ითხოვდა, დაცვა კი ამის საშუალებას არ აძლევდა.

ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების 2 მანქანა.

Bustle at Tbilisi City Hall as people gathered to meet Davit Narmania - Watch the video on georgianews.ge