loader

უწყვეტი ცურვით სარფიდან ანაკლიამდე - შსს-ს მოცურავემ ახალი რეკორდი დაამყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უწყვეტი ცურვით სარფიდან ანაკლიამდე - შსს-ს მოცურავემ ახალი რეკორდი დაამყარა

შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბ MIA Force-ის მოცურავე რუსუდან გორდეზიანმა საქართველოს ახალი აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. შსს-ს ინფორმაციით, რუსუდან გორდეზიანმა სარფიდან ანაკლიის მიმართულებით თავისუფალი სტილით სადღეღამისო უწყვეტი ცურვით 73 კმ 40 საათის ნაცვლად 25 საათსა და 15 წუთში გაცურა და არსებული რეკორდი 13 კმ-ით გააუმჯობესა. 73 კმ-იანი დისტანცია საქართველოში ჯერ არავის გაუცურია.

აღნიშნული რეკორდი რუსუდან გორდეზიანმა აფხაზეთის ომსა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს მიუძღვნა. სანაპიროზე რეკორდსმენს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური დახვდა, წარმატება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

გორდეზიანს ასევე დახვდნენ ომში დაღუპული გმირების მშობლები. შს მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ გომელაურმა გმირების დედებს და სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების მშობლებს საჩუქრები გადასცა.

რუსუდან გორდეზიანის მარათონულ გაცურვას სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფი" შეუერთდა და მისი სიცოცხლე დააზღვია.

რუსუდან გორდეზიანს რეკორდის დამყარება ასევე მიულოცა შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა, შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა.

იხილეთ ასევე: შსს-ს მოცურავე შეუსვენებლად, 40 საათის განმავლობაში სარფიდან განმუხურამდე გაცურავს