loader

რატომ ხმება ხეები აღმაშენებლის ხეივანში - სპეციალისტები კვლევის აუცილებლობაზე საუბრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ ხმება ხეები აღმაშენებლის ხეივანში - სპეციალისტები კვლევის აუცილებლობაზე საუბრობენ

აღმაშენებლის ხეივანში წიწვოვანი ხეები ხმება. გამხმარი ფიჭვი და კვიპაროსი ხეივანში არაერთ ადგილზე შეინიშნება. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი ხეების ხმობას მათ დაბერებას უკავშირებს.

კვლევის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტებიც. როგორც ბიოლოგი, ექსპერტი ბიომრავალფეროვნების საკითხებში მარინა ჟორდანია ამბობს, ფიჭვების ხმობა მასიურად არის დაწყებული და ბრძოლის მეთოდების განსაზღვრა მხოლოდ მეცნიერული კვლევის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ექსპერტები ხეების შეწამვლის აუცილებლობაზეც საუბრობენ, თუმცა, აღმასენებლის ხეივანში უკვე გამხმარ შავ ფიჭვებსა და კვიპაროსებს ვეღარაფერი უშველის. როგორც თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი ამბობს, გამხმარი ხეები მოიჭრება და ახალი ხეებით ჩანაცვლდება.

Why are trees withering at Aghmashenebeli Avenue - Watch the video on georgianews.ge

იხილეთ ასევე: ვიდეოფაქტი: გამხმარი წიწვოვანი ხეები აღმაშენებლის ხეივანში