loader

დღევანდელი დღე დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ამერიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღევანდელი დღე დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ამერიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა - ირაკლი ღარიბაშვილი

"დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ამერიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის კრეისერ "ველლა გალფზე" გამართული საზეიმო მიღების დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურს აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და ხომალდის კაპიტანმა კატციმ უმასპინძლეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკული კრეისერი დაათვალიერა და საზეიმო მიღების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხომალდის შემოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს.