loader

შსს-მ ბულგარეთის სამი მოქალაქე დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ბულგარეთის სამი მოქალაქე დააკავა

შსს-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ბრალდებით, ბულგარეთის სამი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ხრისტო ხ, 1990 წელს დაბადებული ილიან გ. და 1981 წელს დაბადებული ვერონიკა ვ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა აგვისტოს დასაწყისში, ქალაქ ბათუმში მდებარე სხვადასხვა ბანკის 5 ბანკომატზე დაამონტაჟეს პლასტიკური ბარათების მონაცემთა უკანონოდ მოპოვება-შენახვისთვის განკუთვნილი სპეციალური მოწყობილობა – ე.წ. სკიმერი, რომლის საშუალებითაც, თანხების მითვისების მიზნით, სხვისი პლასტიკური ბარათებიდან მონაცემების უკანონოდ მოპოვებას ცდილობდნენ. აღნიშნული მეთოდით ბრალდებულებმა რამდენიმე მოქალაქის კუთვნილი 1100 ლარი მიითვისეს.