ამერიკელი ჟურნალისტის თავის მოკვეთის კადრები - "ისლამური სახელმწიფოს" წევრების სასტიკი შურისძიება (+18)
ვიდეო შეიცავს უმძიმეს კადრებს! შეიარაღებული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა ინტერნეტში გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეიმს ფოლის თავის მოკვეთის კადრებია ასახული. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
შეიარაღებული დაჯგუფების წევრების განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობა აშშ-ის მიერ ერაყში, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ განხორციელებულ ავიაშეტევებზე რევანში იყო.
"ბიბისის" ცნობით, ჯეიმს ფოლი 2012 წელს სირიაში გაიტაცეს და მას შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა.
ამერიკელი ჟურნალისტი ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სააგენტო Global Post-ისა და სხვა მედიასაშუალებებისთვის, მათ შორის, ფრანგული სააგენტო AFP-სთვის მუშაობდა.
სუნიტური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო", რომელიც მანამდე "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" სახელით იყო ცნობილი, ერაყისა და სირიის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს.
ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" მიერ განხორციელებული ძალადობის გამო 1,2 მილიონმა ადამიანმა დატოვა საკუთარი საცხოვრებელი. დაჯგუფების წევრები ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს დევნიან, მათ შორის, იეზიდებს, ქრისტიანებსა და შიიტ მუსლიმებს.