loader

მეტროში გონებადაკარგულმა ევროპელმა ჩინელებით სავსე ვაგონში პანიკა გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტროში გონებადაკარგულმა ევროპელმა ჩინელებით სავსე ვაგონში პანიკა გამოიწვია

უცხოელმა, რომელმაც შანხაის მეტროს ვაგონში გონება დაკარგა, მგზავრებში პანიკა გამოიწვია. ადამიანები სხვადასხვა მხარეს გაცვივდნენ და უგონოდ მყოფ მამაკაცს დახმარება არ აღმოუჩინეს.

სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდეს, როგორ დაკარგა გონება უცხოელმა ტურისტმა და გვერდით მჯდომი ქალისკენ თავი გადაუვარდა. იგი სავარძელზე რამდენიმე წამი იჯდა, შემდეგ კი, როდესაც მატარებელმა დაამუხრუჭა, იატაკზე დავარდა.

მგზავრებმა, რომელთაც ეს დაინახეს, ვაგონი რამდენიმე წამში დატოვეს. გაიქცნენ ორი მეზობელი ვაგონის მგზავრებიც.

ცოტა ხნით ქვეყანაში გავრცელდა ინფორმაცია ებოლას ვირუსის საფრთხის შესახებ და იმაზე, რომ ვირუსი ადამიანებს "ზომბებად" აქცევს. ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "სინხუა" იძულებული გახდა, გაეკეთებინა განმარტება, რომ "ებოლით გარდაცვლილი ადამიანები რამდენიმე საათში ან დღეში არ იღვიძებენ და ცხოველებსა და ადამიანებს არ კბენენ" და რომ ეს "მხოლოდ კინოში" ხდება.