loader

რიგითი ლევან მარგველიანი ავღანეთში საუკეთესო ჯარისკაცად აღიარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რიგითი ლევან მარგველიანი ავღანეთში საუკეთესო ჯარისკაცად აღიარეს

ავღანეთში ქართველი სამხედრო საუკეთესო ჯარისკაცად აღიარეს. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ავღანეთში დისლოცირებული სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ლევან მარგველიანი ISAF-ის სარდლობამ კვირის საუკეთესო ჯარისკაცად დაასახელა.

ავღანეთში სამხრეთის რეგიონალური საკომანდოს მეთაურმა, გენერალ-მაიორმა მაიკლ ბილსმა ქართველ სამხედროს სპეციალური სერთიფიკატი გადასცა. რიგით მარგველიანს სპეციალური ჯილდო სამხედრო ბაზა "პასაბზე" დღისა და ღამის პატრულირებებისას გამოჩენილი თავდადებისათვის, ასევე, მასზე დაკისრებული ყველა სამხედრო ამოცანის წარმატებით შესრულებისთვის გადაეცა.

ქართველმა სამხედროებმა მათზე დაკისრებული ყველა ამოცანა ბაზა "პასაბზე" შეასრულეს. ისინი უკვე ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე, ძირითადი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ.

Levan Margveliani named "best soldier of the week" in Afghanistan - Watch the video on georgianews.ge