loader

დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა - კადრები სტიქიური უბედურების ზონიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა - კადრები სტიქიური უბედურების ზონიდან

დარიალის ხეობაში 20 აგვისტოს ღამით მეწყერი ჩამოწვა.

მეწყერი დარიალის ხეობაში 22:00 საათზე იმავე ადგილზე ჩამოწვა, სადაც მიმდინარე წლის 17 მაისს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნევა ორი ადამიანი – ერთი საქართველოს და ერთი თურქეთის მოქალაქე. ორივე მათგანი ჰესის მშენებლობაზე იყო დასაქმებული და სტიქიის დროს გვირაბში მუშაობდა.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები. მიმდინარეობს მდინარე თერგის კალაპოტის გაღრმავება.

ზუსტი ინფორმაცია საბაჟო გამშვებ პუნქტ "ლარსზე" არსებული ვითარების შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საბაჟო გამშვები პუნქტი "ლარსი" დატბორილია და დიდია ალბათობა, რომ დაზიანებულია ტექნიკა და სამუშაო ინვენტარი.

Footage from the scene of Dariali Gorge landslide - Watch the video on georgianews.ge