loader

ყვირილი და გინება ციხიდან - დაძაბულობა სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებასთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყვირილი და გინება ციხიდან - დაძაბულობა სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებასთან

სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში 21 აგვისტოს, ღამის პირველ საათზე ორ პატიმარს შორის ჩხუბი მოხდა. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, თეა პერტაიამ განაცხადა, ჩხუბის შემდეგ ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა, მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, პატიმრის გადაყვანისას მის მიმართ სხვა მსჯავრდებულების მხრიდან იყო მხოლოდ მხარდასაჭერი გადაძახილები.

გავრცელებულმა ინფორმაციამ ამის შესახებ პატიმრების ახლობლების მღელვარება გამოიწვია. ისინი საჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეიკრიბნენ.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მე-6 დაწესებულების ტერიტორიაზე სპეცრაზმის შეყვანას ან თავად დაწესებულებაში რაიმე დაძაბულობას და არეულობას უარყოფენ. საპირისპიროს ამტკიცებენ თავად პატიმრები. ისინი ”რუსთავი 2”-თან მათ მიმართ გამოჩენილი უყურადღებობისა და გულგრილობის გამო ადმინისტრაციას უჩივიან.