loader

14 ადამიანს ებოლას ვირუსზე აკვირდებიან - ემუქრება თუ არა საქართველოს ეპიდემია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

14 ადამიანს ებოლას ვირუსზე აკვირდებიან - ემუქრება თუ არა საქართველოს ეპიდემია?

საქართველოში აფრიკიდან შემოსულ 14 ადამიანს ებოლას ვირუსზე აკვირდებიან. საქართველოში ჩამოსულთა უმეტესობა ნიგერიიდანაა. მათზე ზედამხედველობა მიმდინარეობს.

საქართველოში შემოსულთა შორის რამდენიმე სტუდენტია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სასწავლო პროცესის დაწყებამდე ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა გაიზრდება. როგორც ცნობილია, ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს.

ინფექციური პათოლოგიების ცენტრში სპეციალური ბოქსირებული განყოფილება არსებობს, სადაც შესაბამისი გამწოვი აპარატურით აღჭურვილი იზოლირებული ბოქსებია მოწყობილი. შერეულ და განსაკუთრებით საშიშ ინფექციების განყოფილებაში ასეთი 13 ბოქსია.

სპეციალისტებისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია რატომ მოხდა იმ ვირუსის ახლა გავრცელება, რომელიც პირველად გასული საუკუნის 70-იან წლებში აღმოაჩინეს. მსოფლიოში ებოლას ვირუსით ინფიცირების 2000 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 1000-ზე მეტი ლეტალურად დასრულდა. დაავადების პირველი შემთხვევები გვინეაში, ლიბერიაში, სიერა ლეონესა და ნიგერიაში დაფიქსირდა.