loader

სვირელები წლების წინ დანგრეული ტაძრის მოპარულ ქვებს უკან აბრუნებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სვირელები წლების წინ დანგრეული ტაძრის მოპარულ ქვებს უკან აბრუნებენ

სოფელ პირველი სვირის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ზესტაფონის რაიონში ყველაზე დიდი სალოცავი ზუსტად რომელ საუკუნეში აშენდა, არავინ იცის. მისი შემდგომი ნგრევის ისტორია მხოლოდ უხუცესებს ახსოვთ.

ტაძრის დანგრევის შემდეგ მოსახლეობას ქვები მოუპარავს და სახლების მშენებლობაში გამოუყენებია. ბოლო წლებია, მათი შთამომავლობა ამ სახლებს ანგრევს და მოპარულ ლოდებს უკან აბრუნებს. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რესტავრაცია მოსახლეობის მიერ შემოწირული თანხებით მიმდინარეობს. მალე ტაძარი ისევ მოქმედი გახდება და ადგილობრივებს სალოცავად მეზობელ სოფელში წასვლა აღარ მოუწევთ.

სოფელში, სადაც 1300-მდე კომლი ცხოვრობს, გვალვის გამო მოსავალს აღარ ელოდებიან. მოსავლის გარეშე დარჩენილი პირველსვირელები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი