loader

ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრებმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები გააცნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრებმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები გააცნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საბაჟო-გამშვები პუნქტი ”ყაზბეგი” დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მინისტრებისგან მოისმინა, - ინფორმაცია ამის შესახებ პრეიერის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დასრულებისთანავე ჩავიდა და მეწყრით დაზიანებულ რეგიონში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა საბაჟო-გამშვები პუნქტი ”ყაზბეგი” დაათვალიერა და დეტალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ მინისტრებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელისგან მიიღო.