loader

მამა იონამ წყალი გადაისხა - საქველმოქმედო აქციაში უკვე სასულიერო პირებიც ჩაებნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამა იონამ წყალი გადაისხა - საქველმოქმედო აქციაში უკვე სასულიერო პირებიც ჩაებნენ

საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ამიოტროპული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ადამიანების მხარდასაჭერად მთელმა მსოფლიმ აიტაცა, სასულიერო პირებიც ჩაერთვნენ. მამა იონა ნინევიელმა მიიღო სულიერი შვილების გამოწვევა, თავზე ცივი წყალი გადაისხა და თავის მხრივ საქველმოქმედო აქციაში საკუთარი მეგობრები მიიწვია.

ბოლო რამდენიმე კვირაა, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, მსახიობები, სპორტსმენები და სხვადასახვა სფეროს წარმომადგენლები ერთმანეთს ცივი წყლის გადასხმაში ეჯიბრებიან. შეჯიბრების არსი მდგომარეობს შემდეგში: ის, ვინც თავზე ცივ წყალს გადაისხამს, თავის სამ მეგობარს იწვევს მსგავსი ქმედებისთვის. თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ ALS-ის ფონდში 100 დოლარი უნდა ჩარიცხონ.