loader

"მანდარინის რესპუბლიკის" ოცნებები - BBC-ის სიუჟეტი აფხაზეთზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მანდარინის რესპუბლიკის" ოცნებები - BBC-ის სიუჟეტი აფხაზეთზე

24 აგვისტოს აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. გასული ექვსი წლის განმავლობაში აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ და ვენესუელამ აღიარეს. როგორც ჩანს, აფხაზეთში არავის აღელვებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. მოსკოვიდან გადარიცხული მილიარდები აფხაზეთის ეკონომიკის ორ მესამედს შეადგენს.

წინასაარჩევნო კვირაში პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამომრჩევლებს გააცნეს საკუთარი ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენიათ აფხაზეთის განვითარება. კანდიდატების თქმით, ეკონომიკის დონის წამოწევა სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის ხარჯზე უნდა მოხდეს. თუმცა, მსგავსი საუბრები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც აფხაზეთი საქართველოსგან გამოყოფილად არსებობს, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროინდელ მაჩვენებლამდეც კი ვერ მიაღწია.