loader

8 წლის ქართველი ვუნდერკინდი მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქს ზეპირად ასახელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

8 წლის ქართველი ვუნდერკინდი მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქს ზეპირად ასახელებს

ვიდეოს ირაკლი პაპიაშვილის შესახებ, რომელმაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქის სახელი იცის, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორ ირაკლის დედამ, შორენა თამაზაშვილმა გვითხრა, ჰერელმა (მისი მშობლები საინგილოდან არიან) ირაკლიმ ლაპარაკი ძალიან გვიან, 4 წლისამ დაიწყო:

"როგორც კი ალაპარაკდა, ანბანით დაინტერესდა - ჟურნალ "საბავშვო კარუსელს'' ჰქონდა მაგნიტური ანბანი, ელოდებოდა ამ ასოებს და თავისით ისწავლა ჯერ ქართული, მერე - ინგლისური ანბანი. 5 წლისა უკვე დამოუკიდებლად კითხულობდა ქართულად, რუსულად, ინგლისურად და ძველქართულად (ასომთავრულად), 5 წლის ასაკში დაინტერესდა მსოფლიო ატლასით - ჯერ დროშები მოეწონა, მერე დაიწყო ქვეყნები და დედაქალაქები, 6 წლის რომ იყო, იცოდა მთელი მსოფლიოს დედაქალაქები. მათემატიკა უყვარს ძალიან, ორჯერ გახდა ოლიმპიადის ფინალისტი, ერთი სეუს - ინტელექტში და გეპეის - კინგსში. ასევე ზეპირად იცის საგზაო ნიშნები.

ამჟამად 139-ე სკოლაში სწავლობს, მესამე კლასში გადავიდა. კარგი მოსწავლეა, მაგრამ აქტიური არ არის, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა, კარგი მასწავლებელი შეხვდა - ამოიცნო ირაკლის ხასიათი და მიხვდა, როგორ უნდა მისდგომოდა".

გთავაზობთ ვიდეოს, რომელმაც მთელი ქვეყანა აალაპარაკა.

Mshoblebi.Ge