loader

"კაზანტიპზე" ვიზები და საკვები გაიაფდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კაზანტიპზე" ვიზები და საკვები გაიაფდა

"კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორიაზე საკვები და სხვადასხვა დასახელების სასმელი გაიაფდა. ზოგიერთ ბარსა და საკვებ ობიექტში ფასი 20%-დან 50%-მდე შემცირდა. მაგალითად, თუ ქართული სამზარეულოს ობიექტზე ხინკალი 2 ლარი ღირდა, დღეს ის უკვე 1 ლარი ღირს. შოთის პური 3 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ყიდვა 1 ლარად არის შესაძლებელი. კვების ობიექტებისგან განსხვავებით, უცვლელი დარჩა საპირფარეშოში შესვლის ფასი, რომელიც დღესაც ლარნახევარი ღირს.

ასევე გაიაფდა "კაზანტიპის" ღონისძიებაზე დასასწრები ვიზები. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო სტურუამ განუცხადა, "კაზანტიპის რესპუბლიკაში" შესასვლელად ვიზის შეძენა დღეიდან, 400 ლარის ნაცვლად, 250 ლარად არის შესაძლებელი და ამ ვიზის მფლობელს "კაზანტიპზე" დასწრება ღონისძიების ბოლომდე შეეძლება.

Price of admission, food and drinks reduced at "Kazantip" - Watch the video on georgianews.ge

ასევე იხილეთ:

შიშველი მკერდი და იმიტირებული სექსი "კაზანტიპზე"

ხინკალი - 2 ლარი, წყალი - 4 ლარი, ტუალეტი - 1,5 ლარი... - "კაზანტიპის" გაბერილი ფასები

"კაზანტიპი" მომავალ წელს საქართველოში შესაძლოა, აღარ ჩატარდეს - ნიკიტა მარშუნოკი მიზეზებზე საუბრობ