loader

რა ახალი რეგულაციები წესდება საქართველოში ჩამოსული უცხოელებისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ახალი რეგულაციები წესდება საქართველოში ჩამოსული უცხოელებისთვის

იუსტიციის სახლში "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში შესული ცვლილებების თაობაზე მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა დეტალურად განმარტეს, თუ რა ცვლილებები შედის ძალაში პირველი სექტემბრიდან სავიზო პროცედურებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში ყოფნის წესებთან დაკავშირებით.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსმა სოსო გიორგაძემ მედიასთან საუბრისას განმარტა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირი, რათა მან იუსტიციის სამინისტროსგან ბინადრობის ნებართვა მიიღოს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორ გიორგი ტაბატაძის მიერ მედიის წარმომადგენლებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყნისთვის კი კვლავ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. კერძოდ, უვიზო რეჟიმი შენარჩუნდება ევროკავშირის, ნატო-ს, შენგენის, დსთ-ის წევრ და სხვა ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან.

New regulations for foreigners visiting Georgia - Watch the video on georgianews.ge