loader

დარიალის ხეობაში დაკარგულის ცხედარი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დარიალის ხეობაში დაკარგულის ცხედარი იპოვეს

დარიალის ხეობაში, "დარიალჰესის" გვირაბში ჩამოშლილი მიწის მასაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფებმა ცხედარი რამდენიმედღიანი საძიებო-სამაშველო ღონისძიების შედეგად იპოვეს.

"დარიალჰესის" გვირაბში სარემონტო სამუშაოებს ორი პირი აწარმოებდა. ერთ-ერთი მათგანის, თურქეთის მოქალაქის ცხედარი რამდენიმე დღის წინ მდინარე თერგის დინებამ რუსეთის მხარეს გამორიყა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა მეორე პირი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც "დარიალჰესის" გვირაბში მუშაობდა.

დარიალის ხეობაში მეწყერი 20 აგვისტოს ჩამოწვა.