loader

დრამატული კადრები: მოსწავლის გადასარჩენად მგზავრებმა ტრამვაი გადასწიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დრამატული კადრები: მოსწავლის გადასარჩენად მგზავრებმა ტრამვაი გადასწიეს

ირლანდიის დედაქალაქში დრამატული ინციდენტი მოხდა. დუბლინში დილით, პიკის საათის დროს ტრამვაის ქვეშ სკოლის მოსწავლე მოყვა. გოგონამ გაჭედილი ფეხის ამოთრევა დამოუკიდებლად ვერ შეძლო და მგზავრებმა ტრამვაის გადასაწევად მასზე მიწოლა დაიწყეს.

რამდენიმე მცდელობის შემდეგ, რომელსაც შეშინებული გოგონას ყვირილი ახლდა თან, ერთსულოვნებამ შედეგი გამოიღო: გამვლელებმა ტრანსპორტის გადაადგილება შეძლეს და სკოლის მოსწავლე გაათავისუფლეს. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, იგი უმნიშვნელოდ დაშავდა.

ასევე იხილეთ: ძალა ერთობაშია - როგორ ეხმარება ხალხი მამაკაცს, რომელიც ვაგონსა და ბაქანს შორის გაიჭედ