loader

ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ს კვლევას უნდობლობას უცხადებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ს კვლევას უნდობლობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ს საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის თავად ორგანიზაციას პატივს სცემს, თუმცა უშუალოდ ადგილობრივ ოფისთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ მის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

NDI-მ კვლევის პოლიტიკური ნაწილი გუშინ გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა პრემიერ-მინისტრის საქმიანობას ცალკეულ სფეროებთან მიმართებაში "საშუალოდ" აფასებს. ირაკლი ღარიბაშვილის მოწონების მაჩვენებელი კი, მიმდინარე წლის აპრილის კვლევასთან შედარებით, 10%-ით არის შემცირებული და 54%-ს შეადგენს.

Gharibashvili declared his mistrust for an NDI survey - Watch the video on georgianews.ge