loader

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო.

რიგით მე-12 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია ანკარაში გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად ღონისძიებაზე 80-მდე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრი იმყოფებოდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ანკარის ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი აჰმედ ჩავუშოღლუ, ანკარის მერი და გუბერნატორი დახვდნენ.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა 10 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 51,8 პროცენტი მიიღო. თურქეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მოსახლეობამ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია. ქვეყნის პირველ პირს მანამდე პარლამენტი ირჩევდა და ინაუგურაციის ცერემონიას სხვა ქვეყნის ლიდერები არ ესწრებოდნენ.

Gharibashvili attended inauguration of Turkish President Recep Tayyip Erdogan - Watch the video on georgianews.ge