loader

რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ტურისტებს თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ ტურისტებს თბილისში

თბილისის სტუმრებს, ისტორიულ შენობებთან ერთად, ქალაქის ქუჩებში დაყრილი ნაგავიც დაამახსოვრდებათ. დაბინძურებული ადგილების გარდა, დიდხანს არც დედაქალაქში არსებული ფასები დაავიწყდებათ. თბილისში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობას, ძირითადად, სასტუმროების ფასები არ მოსწონს, თუმცა ამბობენ, რომ საკვები საკმაოდ იაფია. კიდევ ერთ პრობლემად თბილისის სტუმრები ქუჩის გადაკვეთას ასახელებენ. მოსწონთ შენობები, არქიტექტურა, თუმცა ქალაქის მთავრობას ურჩევენ, თბილისს ძველი იერსახე შეუნარჩუნოს.

ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტომდე ქვეყანაში 1 192 000-მდე ტურისტი ჩამოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11%-ით მეტია.

Likes and dislikes of foreign tourists in Tbilisi - Watch the video on georgianews.ge