loader

კადრები სუფრიდან, რომელიც ტრაგედიით დასრულდა - მარიამობას მომხდარი მკვლელობის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები სუფრიდან, რომელიც ტრაგედიით დასრულდა - მარიამობას მომხდარი მკვლელობის დეტალები

ვიდეომასალა, რომელიც "პალიტრა ტი-ვი"-მ ექსკლუზიურად მოიპოვა, 28 აგვისტოს ადიგენის რაიონის სოფელ ყარათუბანშია გადაღებული და მასზე გარდაცვლილ ახალგაზრდებთან ერთად, მკვლელობაში ბრალდებულის შვილიც არის აღბეჭდილი. მარიამობის დღესასწაულზე 26 წლის ვაჟა ნარიმანიშვილი, 20 წლის გიორგი და 24 წლის ბაჩუკი სირბილაძეები ამავე სოფლის მკვიდრმა, 42 წლის დავით კუბლაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმა სიცოცხლეს.

საზარელი ტრაგედიის ადგილს, რომელიც დასახლებული პუნქტიდან 400-500 მეტრში მდებარეობს, სოფლის მოსახლეობა დღეს "ცოდვის ადგილად" მოიხსენიებს. ყარათუბნელები გარდაცვლილებს დადებითად ახასიათებენ. მკვლელობაში ბრალდებულ 42 წლის დავით კუბლაშვილზე კი, რომელიც ბოლო ათი წლის მანძილზე ადიგენის საჯარო რეესტრის სერვის-ცენტრის უფროსად მუშაობდა, ამბობენ, რომ სიმთვრალეში ცუდი ხასიათი ჰქონდა.

ავტორები: თორნიკე ყაჯრიშვილი, გიორგი ღუდუშაური

ნახეთ რეპორტაჟი "კვირის პალიტრის" საიტზე: "ნახევარი სოფელი დაგვღუპა იმ არაკაცმა"

Exclusive footage from Adigeni - Mariamoba day murder - Watch the video on geogianews.ge