loader

"ათასობით ადამიანს ხოცავენ უკრაინაში. არ წუხხართ ამაზე?" - რა უპასუხა პუტინმა BBC-ის კორესპონდენტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ათასობით ადამიანს ხოცავენ უკრაინაში. არ წუხხართ ამაზე?" - რა უპასუხა პუტინმა BBC-ის კორესპონდენტს

ვლადიმერ პუტინმა BBC-ის კორესპონდენტს, ჯონ სვინის სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის არსი "აუხსნა" მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა რუსეთის პრეზიდენტი კორიდორში "გამოიჭირა" სიტყვებით: "ათასობით ადამიანს ხოცავენ უკრაინაში. წუხხართ თუ არა თქვენ ამაზე?"

"იცით, რა არის უკრაინაში დღეს არსებული ტრაგედიის მიზეზი? ის, რომ კიევის დღევანდელ ხელისუფლებას არ სურს, კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს საკუთარი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილთან. იცით, რით არის გამოწვეული ამბოხებულების თავდაცვითი ქმედებები? იმით, რომ უკრაინულმა საჯარისო ნაწილებმა ალყაში მოაქციეს მსხვილი დასახლებული პუნქტები, ესვრიან საცხოვრებელ კორპუსებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ევროპაში ურჩევნიათ, ეს არ შეამჩნიონ" - უპასუხა პუტინმა მწვავე შეკითხვას, თუმცა მომდევნო კითხვაზე პასუხის გაცემა აღარ ისურვა და კორესპონდენტს დაემშვიდობა.