loader

გულისამაჩუყებელი ვიდეო: ალცჰეიმერით დაავადებულმა დედამ შვილის სახელი გაიხსენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გულისამაჩუყებელი ვიდეო: ალცჰეიმერით დაავადებულმა დედამ შვილის სახელი გაიხსენა

ისინი, ვისაც ახლობლები ალცჰეიმერით ჰყავთ დაავადებული, მიხვდებიან, რა მნიშვნელოვანია მომენტი, როცა საყვარელი ადამიანი უმცირეს, თუმცა უმნიშვნელოვანეს დეტალს იხსენებს... ამერიკელმა კელი განერსონმა youtube-ზე ატვირთა გულისამაჩუყებელი ვიდეო, რომელზეც ის და მისი 87 წლის დედა არიან ასახულნი. საუბრის დროს მოხუცი, რაღაც მომენტში, ქალიშვილს იცნობს და მას ეუბნება: "შენ კელი ხარ. მე დაგარქვი ეს სახელი. მე შენ მიყვარხარ, კელი".

ალცჰეიმერი თავის ტვინის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ინტელექტის დაქვეითებით. სიმპტომებია მეხსიერების პრობლემები, დროის ცუდი აღქმა, სივრცეში ორიენტაციის უნარის დაქვეითება. დაავადებულს უჭირს სიტყვების მოძებნა, შფოთავს, არის ცუდ ხასითზე და ადვილად ბრაზდება. დღესდღეობით მკურნალობა არ არსებობს, სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია წამლების მიღებით. მხოლოდ აშშ-ში, ალცჰეიმერით 5 მილიონამდე ადამიანია დაავადებული.

ასევე იხილეთ:

როდესაც სიყვარული მარადიულია... - ალცჰეიმერით დაავადებული მოხუცის ისტორია ცრემლებს მოგგვრით