loader

ფრთხილად! ასე "იპარავენ" პლასტიკური ბარათების პინ-კოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფრთხილად! ასე "იპარავენ" პლასტიკური ბარათების პინ-კოდებს

ვიდეობლოგერმა მარკ რობერმა ტერმინალებით გადახდის დროს თერმოგრაფით პლასტიკური ბარათების PIN-კოდების მოპარვის ხერხი აღმოაჩინა. ბლოგერის თქმით, როდესაც მომხმარებელი ტერმინალის ან ბანკომატის კლავიატურაზე კოდს კრეფს, ღილაკებზე რამდენიმე წამის განმავლობაში მისი თითების სითბოს კვალი რჩება. თერმოგრაფის გამოყენებით, ახლოს მყოფ ბოროტმოქმედს შეუძლია არა მხოლოდ დაადგინოს, რომელი ღილაკები აკრიფეთ, არამედ - როგორი თანმიმდევრობითაც.

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში რობერი iPhone-ის ბუდე FLIR One-ს იყენებს. აქსესუარის განსაკუთრებულობას მასში ჩაშენებული ტემპერატურის სენსორი წარმოადგენს, რომლის წყალობითაც სმარტფონის ჯიბის თერმოგრაფად გამოყენება შეიძლება. ბლოგერმა "ქურდობის" ამსახველი ვიდეო YouTube-ზე გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ რობერის მიერ შემოთავაზებული ხერხით PIN-კოდის გაგება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მსხვერპლი POS-ტერმინალით იხდის, რომელსაც პლასტმასის ან რეზინის ღილაკები აქვს, რადგან თერმოგრაფს მეტალის კლავიშებზე სითბოს კვალის აღმოჩენა არ შეუძლია. PIN-კოდის გაგების შემდეგ ბოროტმოქმედს საბანკო ბარათის მოპარვაღა რჩება. რობერი მომხმარებლებს ურჩევს, კოდის აკრეფისას მსუბუქად სხვა ღილაკებსაც შეეხონ და მათზე სითბოს კვალი დატოვონ.

ასევე იხილეთ: ფრთხილად, მოგზაურებო! - ანუ როგორ ხსნიან ჩემოდანს ბოქლომის გაუხსნელად