loader

"იახტა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი მგზავრობდა, სამართალდამცველებმა კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იახტა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი მგზავრობდა, სამართალდამცველებმა კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს"

საბერძნეთში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, გემი, რომლითაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე თურქეთიდან საბერძნეთის მიმართულებით მგზავრობდნენ, კუნძულ სამოსზე ოთხი საათით შეაყოვნეს. როგორც დავით ბაქრაძემ "პალიტრა ტვ"-ს სატელეფონო საუბარში განუცხადა, ამის თაობაზე საელჩოში ინფორმაცია კუნძულ სამოსის პოლიციის განყოფილებიდან შევიდა.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის პროცედურები მიმდინარეობს. როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, პროცედურები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა.