loader

მკვლელობა შურისძიების მიზნით - ვაკეში მოკლულ ლაშა მახარაძეს 1 წლის წინ ოჯახის წევრები დაეღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მკვლელობა შურისძიების მიზნით - ვაკეში მოკლულ ლაშა მახარაძეს 1 წლის წინ ოჯახის წევრები დაეღუპა

ვაკეში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც მოკლულის მეზობლები პირად საუბრებში აცხადებენ, ლაშა მახარაძის მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება და მკვლელიც იმავე უბანში ცხოვრობს, სადაც გარდაცვლილი. ლაშა მახარაძის ოჯახს ბინა მრგვალ ბაღთან, ფალიაშვილის ქუჩაზე აქვს.

მეზობლების ვარაუდით, პირს, რომელმაც მახარაძე მოკლა, თავის დროზე უთანხმოება ჰქონდა მოკლულის ძმასთან, რომელიც ერთი წლის წინ, ცოლ-შვილთან ერთად, ავარიაში დაიღუპა.

მკვლელობა წუხელ აბაშიძის ქუჩის N50-თან მოხდა. 25 წლის ლაშა მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს.

იხილეთ: ვაკეში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან