loader

საპატიმროებში ამჟამად 35 პატიმარი შიმშილობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპატიმროებში ამჟამად 35 პატიმარი შიმშილობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, საპატიმროებში ამჟამად 35 პატიმარი შიმშილობს. "დღესდღეობით დაწესებულებებში 10 240-ზე მეტი პატიმარი გვყავს და აქედან 35 მოშიმშილეა. ისინი ითხოვენ საქმეების გადახედვას და აქვთ პრეტენზია ბრალთან დაკავშირებით. შეიძლება თითზე ჩამოსათვლელს ჰქონდეს პრეტენზია სამედიცინო დეპარტამენტთან, ისიც იმიტომ, რომ გაუზარდონ ფსიქოტროპული წამლების რაოდენობა, რაც დაუშვებელია - ისინი იღებენ იმას, რაც ექიმისგან აქვთ დანიშნული", - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილი მედიას მოუწოდებს, რომ პატიმართა შიმშილობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებამდე ის უწყებაში გადაამოწმოს.