loader

გიორგი მარგველაშვილი იუბილარია: "ბატონ რასმუსენს ვთხოვეთ, პრეზიდენტისთვის ეჩუქებინა ნატო-ს წევრობა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილი იუბილარია: "ბატონ რასმუსენს ვთხოვეთ, პრეზიდენტისთვის ეჩუქებინა ნატო-ს წევრობა"

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს იუბილარია და დაბადების დღეს ის უელსში, ნატო-ს სამიტზე ატარებს.

საქართველოს პირველმა პირმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან გამართა. შეხვედრის შესახებ ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. კითხვაზე, თუ რა საჩუქარი მიიღო მარგველაშვილმა რასმუსენისგან, ფანჯიკიძემ უპასუხა, რომ ისურვებდა, საჩუქარი ყოფილიყო ნატო-ს წევრობა.

მაია ფანჯიკიძის კომენტარის ამსახველი ვიდეო "ფეისბუქში" განათავსა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" კორესპონდენტმა ქეთევან ქარდავამ.