loader

"ბოლო დღეებია, ვხედავ მიზანმიმართულ ისტერიკას" - ღარიბაშვილი კრიმინოგენური ვითარების შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოლო დღეებია, ვხედავ მიზანმიმართულ ისტერიკას" - ღარიბაშვილი კრიმინოგენური ვითარების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება აბსოლუტურად სტაბილურია. ამ საკითხზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და როგორც აღნიშნა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ამ კუთხით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდეს.

ამასთან, პრემიერმა შს და იუსტიციის მინისტრებს დავალებით მიმართა, იარაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრონ. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ უწყებებს შესაბამისი კანონპროექტის შემუშავება დაავალა.