loader

საქართველომ "ოსკარზე" გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველომ "ოსკარზე" გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული" წარადგინა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამერიკულ კინოაკადემიას ქართული მხარე წარუდგენს რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმ "სიმინდის კუნძულს".

საქართველოდან "ოსკარზე" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად ოთხი ქართული ფილმი მონაწილეობდა: "პატარძლები" (რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი), "შემთხვევითი პაემნები" (რეჟისორი ლევან კოღუაშვილი), "სიმინდის კუნძული" (რეჟისორი გიორგი ოვაშვილი), "ზღვარზე" - (რეჟისორი მარიამ ქაცარავა).

ამერიკულ კინოაკადემიაში გასაგზავნი ფილმი სპეციალური კომისიის წევრებმა კენჭისყრის შედეგად გამოავლინეს. კომისიის წევრები იყვნენ: მერაბ კოკოჩაშვილი, კოტე ჯანდიერი, ლანა ღოღობერიძე, მიხეილ კობახიძე, ვლადიმერ კაჭარავა, ნინო მხეიძე, ნანა ჯანელიძე, ნანა ექვთიმიშვილი, რუსუდან ჭყონია, კახა კანდელაკი, ნატო მურვანიძე.

ამერიკული კინოაკადემია სხვადასხვა ქვეყნიდან ნომინაციისთვის წარდგენილ ფილმებს შეაჯამებს და 1-ლი ოქტომბრის შემდეგ 9-ფილმიან შორთლისტს შემოგვთავაზებს. "ოსკარის" ნომინანტი უცხოენოვანი 5 ფილმი კი 2015 წლის 15 იანვარს დასახელდება. "ოსკარის" დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კი 2015 წლის 22 თებერვალს გაიმართება.