loader

რამდენად მარტივია საქართველოში იარაღის შეძენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენად მარტივია საქართველოში იარაღის შეძენა

რამდენად მარტივია საქართველოში იარაღის შეძენა? სახალხო დამცველი კანონს, რომელიც იარაღის შეძენა-შენახვის უფლებას არეგულირებს, ლიბერალურად მიიჩნევს. იარაღის ტარებასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 5 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს შესაბამისი კანონპროექტის შემუშავება დაავალა.

შსს-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვის შედეგებით, რეგისტრირებულია უკანონო იარაღთან დაკავშირებული 526 დანაშაული, მათგან გახსნილია - 451. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დანაშაულმა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 29%-ით იკლო.

ავტორები: ხათუნა გაგნიძე, გიორგი ღუდუშაური