loader

ოსიაურთან ავარიას ცოლ-ქმარი და 9 თვის ბავშვი ემსხვერპლნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოსიაურთან ავარიას ცოლ-ქმარი და 9 თვის ბავშვი ემსხვერპლნენ

ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურთან ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისიდან სამტრედიისკენ მიმავალ "დეუს" მარკის ავტომობილს საპირისპირო მხრიდან მომავალი "ტოიოტას" ჯიპი შეეჯახა.

დაღუპულია "დეუში" მყოფი ბალავაძეების ოჯახის სამი წევრი: ცოლ-ქმარი და ცხრა თვის ბავშვი. აღნიშნულ მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი ჯემალ ბალავაძე დაშავებულია. იგი იხსენებს, რომ ნელა მოძრაობდნენ, რა დროსაც საპირისპირო გზიდან მომავალი "ტოიოტას" ჯიპი მათ სავალ ნაწილზე გადმოვიდა და შეეჯახა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯიპი ერთ-ერთი სამთავრობო უწყების დაცვის მანქანაა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.