loader

თბილისში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - დაზიანების მიზეზი, შესაძლოა, უხარისხო სარეაბილიტაციო სამუშაოებია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - დაზიანების მიზეზი, შესაძლოა, უხარისხო სარეაბილიტაციო სამუშაოებია

პოლიტკოვსკაიას N5-ში დევნილთა საცხოვრებლის დაზიანების მიზეზი, შესაძლოა, უხარისხო სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა.
ძლიერი წვიმის შედეგად დღეს საცხოვრებელ კორპუსში პირველ და მეორე სართულებს შორის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა არ გამორიცხეს.

ავტორი: ნინო ჩიჩუა