loader

რატომ გადაეცა რუსეთის არმიას 6 მოძრავი კრემატორიუმი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ გადაეცა რუსეთის არმიას 6 მოძრავი კრემატორიუმი

უკრაინულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსულ არმიას მოძრავი კრემატორიუმები გადაეცა. კრემატორიუმი ИН-50 სატვირთო ავტომობილ Volvo-ს ბაზაზეა შემუშავებული. როგორც რუსმა უფლებადამცველმა და უკრაინის მხარდამჭერმა აქტივისტმა ელენა ვასილევამ განაცხადა, კრემატორიუმი როსტოვის ოლქში, უკრაინის საზღვართან ახლოს შენიშნეს.

"რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა საკუთარ სამხედროებს 6 მობილური კრემატორიუმი გადასცა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რუსული არმია საკუთარი ჯარისკაცების დამარხვის სანაცვლოდ, უფრო მარტივ გამოსავალს იპოვის - ცხედრებს დაწვავს. რა თქმა უნდა ფერფლის მიწაში ჩაყრა უფრო მარტივია, ვიდრე 1000 ცხედრისთვის მიწის გათხრა" - წერს ელენა ვასილევა სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ მობილური კრემატორიუმი "მშვიდობიანი მიზნებისთვის" შეიქმნა. მაგალითად, ათასგვარი ბიოლოგიური ნარჩენის განეიტრალებისთვის, მათ შორის: მაწანწალა ძაღლების ლეშის, ასევე სხვადასხვა დაავადებით დახოცილი შინაური ცხოველების უტილიზაციისთვის.

მომზადებულია rosbalt.ru-ს მიხედვით