loader

ამაღელვებელი ისტორია: ქართველი გოგონა იტალიაში მოგებულ "პორშე 911"-ს საყვარელ მამაკაცს ჩუქნის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამაღელვებელი ისტორია: ქართველი გოგონა იტალიაში მოგებულ "პორშე 911"-ს საყვარელ მამაკაცს ჩუქნის

ქართველმა გოგონამ, 30 წლის სოფო სალუქვაძემ იტალიაში "პორშე 911" მოიგო. "მარტინის" მიერ გამოცხადებული კონკურსის ფინალური ტური გუშინ საღამოს მილანში გაიმართა, სადაც სოფო სალუქვაძემ 15 ქვეყნის წარმომადგენელს სძლია და ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ამ ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი მისი მეუღლეა - მოგებულ პრიზს სოფო საყვარელ მამაკაცს ჩუქნის, რითიც მას ბავშვობის ოცნება აუსრულა.

”2 თვის წინ გამოცხადდა "მარტინის" გათამაშება, კონკურსანტებს უნდა შეევსოთ სპეციალური ბლანკი და მიეთითებინათ, თუ რატომ სურდათ მანქანის მოგება. სოფომ ჩაწერა, რომ ეს იყო მეუღლის ოცნება და უნდოდა, რომ მისთვის ოცნება აესრულებინა. რამდენიმე დღეში დაურეკეს და აცნობეს, რომ პირველი ტური გადალახა, საჩუქრად გადასცეს "მარტინის" სასმელი, მაისური და კეპი. სოფოს მეორე ტურისთვის ფოტო უნდა გადაეღო, რომელიც სოციალურ ქსელში "ლაიქებს" დააგროვებდა. საქართველოდან კონკურსში სულ 17 კონკურსანტი მონაწილეობდა. სოფოს ფოტო მთელი კონკურსის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ლიდერობდა, ხოლო მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილზე იყო.

ეს ტურიც გადავლახეთ და 19 აგვისტოს გავიგეთ, რომ ფინალი იტალიაში, მილანში გაიმართებოდა, სადაც უკვე მთავარი პრიზის "პორშე 911"-ის მფლობელი გამოვლინდებოდა”, - ამბობს სოფოს მეუღლე ლაშა ნარსია.

სოფო სალუქვაძე ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში პიარ მენეჯერად მუშაობს. ის ჯერ ისევ მილანშია. სოფო სალუქვაძეს და ლაშა ნარსიას 2 წლისა და 4 თვის ვაჟი ჰყავთ.

A touching story - Georgian girl wins “Porsche 911” in Italy and gifts it to her husband - Watch the video on georgianews.ge